აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სერვისის განვითარების სამსახური
სოციალური მედიის როლი ტურიზმში
23.10.2026 - 24.10.2026
ტრენინგის შესახებ
სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ქ.ბათუმში 23-24 ოქტომბერს ტარდება ტრენინგი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის (განთავსების, კვებისა და ტურისტული ობიექტები) თემაზე — „სოციალური მედიის როლი ტურიზმში“.
ხანგრძლივობა: 2 დღე (დღეში 3 საათი, შესვენებით)
ჩატარების ადგილი: ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა 16, სასტუმრო „კოლიზეუმ მარინა“.
ადგილების რაოდენობა: 25-30 მონაწილე
► კურსის დასრულებისას მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან.
შინაარსი
- სოციალური მედიის პლატფორმების გაცნობა — თითოეული პლატფორმის განმასხვავებელი ნიშნები, ათვისებისა და გამოყენების შესაძლებლობები: Facebook, Instagram, YouTube, TikTok, Google, TripAdvisor, LinkedIn, Pinterest, WhatsApp, Creators (Influencers);
- სოციალური მედიის სწორად მორგება ბიზნესის საჭიროებებზე — პროფილის სწორად შექმნა, მოწყობა და ოპტიმიზაცია (Facebook & Google);
- კონტენტის შექმნა — ქოფირაითინგი, მომხმარებელთან კომუნიკაცია და კონტენტის ფორმების სწორად შერჩევა;
- კონტენტის ვიზუალური შექმნა — Canva-ს გამოყენება და სოციალური მედიის პლატფორმების სპეციფიკაციები;
- რეკლამის ტიპები Meta Business Manager/Ads Manager-ში — Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამის დაგეგმვა და მართვა;
- კრეატორებისა და ინფლუენსერების გამოყენება ბიზნესის პოპულარიზაციისთვის — როგორ შევარჩიოთ და გამოვიყენოთ სხვადასხვა კრეატორი/ინფლუენსერი;
- შედეგების ანალიტიკა და კონკურენტების მონიტორინგი.