აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სერვისის განვითარების სამსახური

ბარმენების ტრენინგი

07.05.2026 - 10.05.2026

ტრენინგის შესახებ

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ბარმენის ტრენინგი განკუთვნილია იმ მსმენელთათვის, რომლებიც უკვე დასაქმებულები არიან მომსახურების სფეროში, კერძოდ, კვების ობიექტებში და სურთ, დროის მოკლე პერიოდში გააუმჯობესონ და დახვეწონ ბარმენის პროფესიის ცალკეული საკითხები.

ტრენინგის მსვლელობისას მსმენელები დადგენილი სტანდარტების მიხედვით, შეისწავლიან კლასიკური კოქტეილების მომზადების ძირითად მეთოდებს. ეცოდინებათ კოქტეილების რეცეპტები, სწორი მიწოდების წესები, ცალკეული კოქტეილებისათვის განკუთვნილი ჭურჭელი, კოქტეილის მოსამზადებლად აუცილებელი ინსტრუმენტები, ძირითადი ალკოჰოლური სასმელების (არაყი, რომი, ჯინი, ტეკილა, ვისკი, კონოაკი) შექმნის ისტორია და მათ ბაზაზე შექმნილი კლასიკური კოქტეილების მომზადების სხვადასხვა ხერხები.

თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგის ხანგრძლივობაა 16 საათი. ჩატარდება ოთხი დღის განმავლობაში, ქ.ბათუმში. 

 


განრიგი და ფორმატი

ტრენინგის ხანგრძლივობაა 16 საათი. ჩატარდება ოთხი დღის განმავლობაში, დღეში 4 საათი + ნახევარსაათიანი ლანჩის შესვენება

ტრენინგის განრიგი:

I დღე - ხუთშაბათი 07.05.2026 – 11:00-15:30

II დღე - პარასკევი 08.05.2026 – 11:00-15:30

III დღე - შაბათი 09.05.2026 – 11:00-15:30

IV დღე - კვირა 10.05.2026 – 11:00-15:30

 


პროგრამა

 

ბარმენების თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი

დღე I - 07 მაისი, 2026 წელი

 

დღე II - 08 მაისი, 2026 წელი

დღე III - 09 მაისი, 2026 წელი

დღე IV - 10 მაისი, 2026 წელი