აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სერვისის განვითარების სამსახური
20.08.2020 - 20.08.2020
(USAID) საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერითა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით განხორციელდა აჭარის რეგიონის (სოფლად არსებული) განთავსების და კვების ობიექტების წარმომადგენელთა ტრენინგები და საინფორმაციო კამპანია თემაზე - "ტურისტული ობიექტების მართვა ახალი კორონავირუსით (SARS-Cov-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით".
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში კერძო სექტორის 400 ობიექტს ეწვია სპეციალური პროგრამით გადამზადებული 25 გიდი-ინსტრუქტორი, (გიდებს ჰქონდათ გადანაწილებული შესაბამისი ლოკაციები, რომლებსაც ეტაპობრივად სტუმრობდნენ და ატარებდნენ ინსტრუქტაჟს) რომლებმაც გააცნეს მათ ყველა რეკომენდაცია და საკანონმდებლო რეგულაცია, დაკავშირებული კოვიდ ინფექციის პირობებში ტურისტული ობიექტის ოპერირებასთან. ტურისტულ ობიექტებს ასევე გადაეცათ ნაბეჭდი საინფორმაციო ბანერები, რომლებიც ობიექტების შესასვლელში განთავსდა და წარმოადგენს კორონავირუსის პრევენციულ ზომების შესახებ ილუსტრირებულ საინფორმაციო დაფას.
ტრენინგი მომზადდა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით და მხარდაჭერით, აჭარის გიდების ასოციაციის ჩართულობითა და ასევე ა.შ.შ. საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.