აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სერვისის განვითარების სამსახური

მწვანე სასტუმრო და ეკო სტანდარტები

07.02.2024 - 07.02.2024

ტრენინგის შესახებ

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ორგანიზებით ქალაქ ბათუმში ტარდება ერთდღიანი ტრენინგი საშუალო და მაღალი კლასის განთავსების ობიექტების, სოფლად არსებული საოჯახო სასტუმრო სახლებისა და ღვინის მარნების წარმომადგენლებისთვის თემაზე: „მწვანე სასტუმრო და ეკო სტანდარტები". 

ტრენინგის მსვლელობისას განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა ეკო სტანდარტების დანერგვა, სტანდარტების დანერგვის საშუალებით ხარჯების დაზოგვა, ნარჩენების შემცირება, ეკო-ტურისტების მოზიდვა და სხვ.  

ტრენინგის ჩატარების თარიღი: 7 თებერვალი

ტრენინგის ჩატარების დრო: 10:00 – 17:00

ტრენინგის ჩატარების ადგილი: სასტუმრო "ლე მერიდიან" (მის. ქ. ბათუმი, ნინოშვილისა და ჟღენტის ქუჩების კვეთა).

ტრენინგის გავლის შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.


                                                           


პროგრამა

  ტრენინგის თემები