აღნიშნული თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი განკუთვნილია განთავსების ობიექტების დასუფთავების სამსახურის მენეჯერებისათვის და ეხება განთავსების ობიექტების დასუფთავების სამსახურის მმართველი რგოლის მუშაობის ძირითად პრინციპებს.

ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ განთავსების ობიექტების მენეჯერებსა და დასუფთავსების სამსახურის მენეჯერებს.

ტრენინგის თარიღი
04.05.2022 - 07.05.2022

თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგის ხანგრძლივობაა 16 საათი. ჩატარდება ოთხი დღის განმავლობაში, დღეში 4 საათი. ტრენინგის დასასრულს გაიცემა სერტიფიკატები.

მისამართი: ქ. ბათუმი, ზ. გორგილაძის 111, სასტუმრო „ბესტ ვესტერნ პრემიერ ბათუმი“

10-ე სართული, საკონფერენციო დარბაზი „ონიქსი“

დღე I – 04 მაისი, 2022 წელი

15:00 – 17:00 - ტრენინგის დაწყება

  • მიმღებთან სწორი კომუნიკაცია და სისტემური უზრუნველყოფა
  • ზედამხედველისა და მენეჯერის მოვალეობები
  • თანამშრომლის უსაფრთხოება

17:00 – 17:30 - შესვენება

17:30 – 19:30 - ტრენინგის გაგრძელება

  • სტუმართან სწორი კომუნიკაცია
  • 15/5 ნაბიჯის პრინციპი
  • L.E.A.R.N-ის პროცესი
  • მომსახურების სპეციფიკა

დღე II - 05 მაისი, 2022 წელი

15:00 – 17:00 - ტრენინგის დაწყება

  • ქიმიკატების უსაფრთხოდ გამოყენების სტანდარტი და უსაფრთხოების 10 წესი

17:00 – 17:30 - შესვენება

17:30 – 19:30 - ტრენინგის გაგრძელება

  • აუცილებელი მოწყობილობები და დანადგარები
  • მტვერსასრუტის გაფუჭების 5 მიზეზი

დღე III - 06 მაისი, 2022 წელი

15:00 – 17:00 - ტრენინგის დაწყება

  • ხანძარი, შემშლელი ფაქტორები და ცეცხლის ლოკალიზება
  • ზედაპირების შერჩევის მეთოდი

17:00 – 17:30 - შესვენება

17:30 – 19:30 - ტრენინგის გაგრძელება

  • დაკავებული ან თავისუფალი დასუფთავებული ოთახის შემოწმების სტანდარტი, ინსპექტირება

დღე IV - 07 მაისი, 2022 წელი

15:00 – 17:00 - ტრენინგის დაწყება

  • სამრეცხაო მომსახურება (შიდა ან გარე), თანხების კონტროლი, ღირებულება
  • დაკარგული და ნაპოვნი ნივთების კონტროლი, გაცემა, სასტუმროდან გატანის სტანდარტი, შენახვის სტანდარტი

17:00 – 17:30 - შესვენება

17:30 – 19:30 - ტრენინგის გაგრძელება

  • რესტორნის ტერიტორიის მოვლა, დერეფნებისა და კიბეების მოვლა
  • უნიფორმის დატვირთვა, სახელის მანიშნებელი, პირადი ჰიგიენა, პირადი მოსასვენებელი ადგილის დატვირთვა

არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.