აღნიშნული თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი განკუთვნილია განთავსების ობიექტების დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისათვის (დამლაგებლებისათვის) და ეხება განთავსების ობიექტების დასუფთავების სამსახურის ზოგადი მუშაობის ძირითად პრინციპებს.

ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ განთავსების ობიექტების დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს (დამლაგებლებს).

ტრენინგის თარიღი
30.04.2022 - 03.05.2022

თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგის ხანგრძლივობაა 16 საათი. ჩატარდება ოთხი დღის განმავლობაში, დღეში 4 საათი. ტრენინგის დასასრულს გაიცემა სერტიფიკატები.

მისამართი: ქ. ბათუმი, ზ. გორგილაძის 111, სასტუმრო „ბესტ ვესტერნ პრემიერ ბათუმი“

10-ე სართული, საკონფერენციო დარბაზი „ონიქსი“

დღე I - 30 აპრილი, 2022 წელი

15:00 – 17:00 - ტრენინგის დაწყება

  • სასტუმრო როგორც სამსახური, რა როლს თამაშობს დასუფთავების დეპარტამენტი, რას ვქმნით მუშაობისას

17:00 – 17:30 - შესვენება

17:30 – 19:30 - ტრენინგის გაგრძელება

  • განყოფილებებს შორის სწორი კომუნიკაცია
  • სასტუმროს, სტუმრის და თანამშრომლის უსაფრთხოება

დღე II - პირველი მაისი, 2022 წელი

15:00 – 17:00 - ტრენინგის დაწყება

  • სტუმართან სწორი კომუნიკაცია (15/5 ნაბიჯის პრინციპი, L.E.A.R.N ის პროცესი, მომსახურების სპეციფიკა

17:00 – 17:30 - შესვენება

17:30 – 19:30 - ტრენინგის გაგრძელება

  • ქიმიკატების უსაფრთხოდ გამოყენება
  • უსაფრთხოების 10 წესი
  • შეზავების სტანდარტი
  • ოთხი ძირითადი ქიმიური ნივთიერება დალაგებისას (მჟავა, ტუტე, სპირტი, ჰაერის საწმენდი)
  • ზედაპირზე ზეგავლენის 4 ფაქტორი (დრო, მექანიკური, ქიმიური, ტემპერატურა)

დღე III - 02 მაისი, 2022 წელი

15:00 – 17:00 - ტრენინგის დაწყება

  • აუცილებელი მოწყობილობები და დანადგარები
  • მტვერსასრუტის გაფუჭების 5 მიზეზი
  • ტროლის სწორი გამოყენება, სწორი შევსება, მოძრაობა დერეფანში

17:00 – 17:30 - შესვენება

17:30 – 19:30 - ტრენინგის გაგრძელება

  • დაკავებული ოთახის დალაგება
  • თეთრეულის გადაკვრის სტანდარტი
  • ნიკელირებული ზედაპირების მოვლა
  • უნიტაზის სწორი მოვლა
  • დაკავებული ან თავისუფალი დასუფთავებული ოთახის შემოწმების სტანდარტი

დღე IV - 03 მაისი, 2022 წელი

15:00 – 17:00 - ტრენინგის დაწყება

  • რესტორნის ტერიტორიის მოვლა, დერეფნებისა და კიბეების მოვლა

17:00 – 17:30 - შესვენება

17:30 – 19:30 - ტრენინგის გაგრძელება

  • უნიფორმის დატვირთვა, სახელის მანიშნებელი, პირადი ჰიგიენა, პირადი მოსასვენებელი ადგილის დატვირთვა

არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.