აღნიშნული მოკლევადიანი თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი განთვალისწინებულია განთავსების ობიექტების კვებისა და სასმელების სამსახურის თანამშრომლებისათვის - სტუარდებისათვის და მისი მიზანია უზრუნველყოს სამზარეულოს დასუფთავების, ჭურჭლისა და სამზარეულოს ინვენტარის მოვლა-დასუფთავების სტანდარტების დაცვა.

ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც განთავსების ობიექტების კვებისა და სასმელების სამსახურის თანამშრომლებს - სტუარდებს, ასევე კვების ობიექტების სამზარეულოს დასუფთავების თანამშრომლებს.

ტრენინგის თარიღი
15.04.2022 - 17.04.2022

თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგის ხანგრძლივობაა 9 საათი. ჩატარდება სამი დღის განმავლობაში, დღეში 3 საათი.

მისამართი: ქ. ბათუმი, ზ. გორგილაძის 111, სასტუმრო „ბესტ ვესტერნ პრემიერ ბათუმი“

10-ე სართული, საკონფერენციო დარბაზი „ონიქსი“

დღე I - 15 აპრილი, 2022 წელი

09:00 – 10:30 - ტრენინგის დაწყება

  • ჰიგიენა და სანიტარია მზა საკვების მომზადების ობიექტებში;
  • ქიმიური ხსნარების გამოყენების წესები;                                      
  • უსაფრთხოების წესები სარეცხ საშუალებებთან მუშაობის დროს (10 ოქროს წესი);
  • სარეცხ საშუალებებზე გამოსახული გამაფრთხილებელი სიმბოლოები;                            

10:30 – 11:00 - შესვენება

11:00 – 12:30 - ტრენინგის გაგრძელება

  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებები;  
  • გამაფრთხილებელი ნიშნის გამოყენების წესები და სამზარეულოს იატაკის რეცხვა-დეზინფექცია;  
  • ტრაპების მოვლის წესები;

დღე II - 16 აპრილი, 2022 წელი

09:00 – 10:30 - ტრენინგის დაწყება

  • სამზარეულოს მოწყობილობები და მისი მოვლა-დეზინფექცია;
  • სარეცხი სადეზინფექციო საშუალებები;
  • სამზარეულოს ინვენტარის რეცხვა-დეზინფექცია;   

10:30 – 11:00 - შესვენება

11:00 – 12:30 - ტრენინგის გაგრძელება

  • ჭურჭლის რეცხვა სამი ნიჟარის პრინციპით;
  • ჭურჭლის სახეობები;
  • ჭურჭლის სარეცხი მანქანის ტიპები და მისი გამოყენების წესები;
  • ჭურჭლის დასაწყობების პრინციპები;

დღე III - 17 აპრილი, 2022 წელი

09:00 – 10:30 - ტრენინგის დაწყება

  • გამწოვი სისტემის მოვლის წესები;
  • ხორცის და თევზის ოთახების რეცხვა-დეზინფექცია;
  • MSDS-ის განსაზღვრა;
  • სამზარეულოს ინვენტარის ყოველდღიური რეცხვა-დეზინფექციის ჩანაწერების წარმოება; 

10:30 – 11:00 - შესვენება

11:00 – 12:30 - ტრენინგის გაგრძელება

  • ჭურჭლის სარეცხი მანქანის მოვლის და ტემპერატურის კონტროლის ყოველდღიური ჩანაწერები;
  • სამზარეულოში არსებული ნარჩენების გატანის წესები;
  • სამზარეულოს სველი ნარჩენების, ურნების მოვლის წესები.

არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.