ფრინველებზე დაკვირვების თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები გიდებისათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოში  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით, USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებითა დ ეკოტურიზმის ასოციაციის ორგანიზებით განხორციელდება.

ტრენინგის თარიღი
07.09.2021 - 12.09.2021

თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგებისას გიდები აჭარის, როგორც ფრინველებზე დაკვირვების კუთხით მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას, ტრენინგებზე ისინი ასევე გაეცნობიან მტაცებელი ფრინველების სახეობებსა, ისწავლიან ფრინველებზე დაკვირვებისთვის საჭირო აღჭურვილობის მოხმარებას, რაც სამომავლოდ ტურების დაგეგმვასა და ფრინველებზე დაკვირვებით დაინტერესებული ტურისტებისთვის სერვისის შეთავაზებაში დაეხმარებათ 

პროექტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით, USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებითა დ ეკოტურიზმის ასოციაციის ორგანიზებით ხორციელდება.


არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.