აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი შრომის უსაფრთხოების ინსპექციის თანამშრომლებთან ერთად ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს. შეხვედრებზე, რომელიც აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება, დაგეგმილია სერვისის ახალი ონლაინპლატფორმის პრეზენტაცია და კოვიდრეგულაციების გაცნობა სტუმრებისთვის. ყველა კოვიდრეგულაციისა და სტანდარტის ნახვა დაინტერესებულ პირებს სერვისის ახალ ვებგვერდზე შეეძლებათ, სადაც ასევე აიტვირთება დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი ტრენინგები, სემინარები და მასტერკლასები. ახალ ვებგვერდზე ტრენინგების განრიგთან ერთად ხელმისაწვდომი იქნება ყველა ვიდეოგაკვეთილი, სახელმძღვანელო თუ სატრენინგო მასალა, რასაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სერვისის გაუმჯობესების მიზნით რეგიონში ანხორციელებს. (იხ.ფოტოგალერეა)

ბათუმის მუნიციპალიტეტში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისათვის შეხვედრა გაიმართება 5 ივნისს 11:00 საათზე, სასტუმრო შერატონის საკონფერენციო დარბაზში. შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ გაიარეთ რეგისტრაცია. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 577909052

ვიდეო რეპორტაჟი

ტრენინგის თარიღი
04.06.2021 - 04.06.2021

ტრენინგის ჩატარების ადგილი

ქ. ბათუმი, შ. რუსთაველის ქ. 28

სასტუმრო "შერატონ ბათუმი"

საკონფერენციო დარბაზი "კამელია"

2021 წლის 4 ივნისი

16:30 - ტრენინგზე მონაწილეთა მიღება და რეგისტრაცია

17:00 - მისალმება, თინათინ ზოიძე, აჭარის არ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე

17:10 - სერვისის ონლაინპლატფორმის პრეზენტაცია, თამარ კაიკაციშვილიაჭარის არ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე

17:30 - საქართველოს შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის ტრენინგი თემებზე:

              1. ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან  (COVID -19) დაკავშირებული  რეკომენდაციები სასტუმროებისა და საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის;

              2. რეკომენდაციების შესრულებაზე  ზედამხედველი ორგანოს რეაგირების ფორმები.

 

 

 

 

 

 

 

 

 



არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.