აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით ბათუმში განხორციელდა ტრენინგი სმენადქვეითებულთათვის თემაზე „ტურსტული სააგენტოს მართვა“. ტრენინგი მოიცავდა ტურისტული სააგენტო მართვის  სპეციალურად შემუშვებულ კურსს სმენადაქვეითებული მსმენელებისათვის, რომლებიც შესაბამისი პროფილის ტურისტული სააგენტოების მმართველ რგოლში იყვნენ ჩართულები. 

ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნა სტანდარტული თემები რაც ტურისტული სააგენტო მართვის კურს ახასიათებს, თუმცა იმის გათვალისწინებით რომ შშმპ პირები (სმენადაქვეითებულები) წარმოადგენდნენ დამსწრე აუდიტორიას, ტრენერებს ეხმარებოდნენ სურდო თარჯიმნები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ორმხრივ კომუნიკაციას ტრენინგის მიმდინარეობისას. ტრენინგს ესწრებოდა 20 მსმენელი, რომლებიც აჭარის თემატიკაზე მომუშავე შესაბამისი პროფილის ტურისტულ სააგენტოებს წარმოადგენდნენ.

ტრენინგეზე განხილული იქნა შემდეგი თემები:

  • ტურის დაგეგმვა და ორგანიზება;
  • ტურის პროგრამის მომზადების ეტაპები;
  • ტურპაკეტის შედგენა და ბიუჯეტის გამოთვლა;
  • ტურისტული მარშუტის აღწერა-შედგენა, დროში გაწერა და მართვა;
  • ტურისტებთან ურთიერთობა და კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირება;
  • ტურის მსვლელობისას შესაძლო ხარვეზების რისკების განხილვა და მათი მოგვარების მეთოდები;
  • ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა;
  • საერთაშორისო ტურისტული ტერმინოლოგია და მენეჯმენტის საერთაშორისო პრინციპები და ფუნქციები;
  • რისკების და კონტრაქტების მართვა; 
  • დროის, სტრესისა და კონფლიქტების მართვა;
ტრენინგის თარიღი
02.12.2019 - 06.12.2019

 

 

 


არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.