აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით 20-21 დეკემბერს, ცნობილმა სპიკერებმა ბათუმში ტურისტული სერვისების გაუმჯობესების მიზნით Spotlight-ის ფორმატის ტრენინგები ჩაატარეს. შეხვედრების მიზანი იყო რეგიონში ტურისტული სერვისის გაუმჯობესება. 

ორი დღის მანძილზე ისეთი გამოცდილი პროფესიონალები, როგორიცაა ნათია გოცაძე, მერაბ გოცირიძე, ივანე ნადირაძე, ქეთევან ალიბეგაშვილი, ქეთი კვიჭიძე და ოთარ ქირია აჭარის რეგიონის ტურიზმის სექტორში დასაქმებულებს გამოცდილებას უზიერებდნენ.

შეხვედრებზე განხილული თმები იყო:

  • ციფრული მარკეტინგი,
  • ბრენდინგი ტურიზმში,
  • სტრატეგიული კომუნიკაციები,
  • სერვისის მნიშვნელობა ტურიზმში,  
  • გასტრონომია ტურიზმში
  • ტურიზმის მენეჯმენტი
ტრენინგის თარიღი
20.12.2019 - 20.12.2019

არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.