აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მიმდინარე წლის მაისი-ივნისის პერიოდში გეგმავს დამწყები გიდებისათვის ტრენინგ-კურსის "გიდის პროფესია, ქალაქი ბათუმი და მისი შემოგარენი" ჩატარებას.

ტრენინგ-კურსი შედგება თეორიულ-პრაქტიკული მეცადინეობებისაგან და მოიცავს გიდის პროფესიის ზოგადი კურსის, ქალაქ ბათუმისა და მისი შემოგარენის მარშრუტების შესწავლას.

ტრენინგ-კურსის ხანგრძლივობა 84 საათია და სატრენინგო შეხვედრები კვირაში 3-ჯერ შედგებაა.

ტრენინგ-კურსზე მსმენელთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. აუცილებელი მოთხოვნაა მინიმუმ ერთი უცხო ენის ცოდნა.

ტრენინგ-კურსზე რეგისტრაცია დასრულდება 7 მაისს.

ტრენინგ-კურსის დაწყების ზუსტი თარიღი დაიდება მოგვიანებით.

 

ტრენინგის თარიღი
15.05.2024 - 15.06.2024

არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.