მიმტანების უფასო ტრენინგი ბათუმში - II ჯგუფი

ქ.ბათუმში არსებული განთავსებისა და კვების ობიექტების მიმტანების სატრენინგო კურსი დაიწყება რვა აპრილს. მიმტანების თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს.

მსმენელთა შეზღუდული რაოდენობიდან გამომდინარე ტრენინგზე დაიშვება ის რეგისტრირებული პიროვნება, რომელსაც დაუკავშირდებიან. 

ტრენინგის თარიღი
08.04.2024 - 11.04.2024

მიმტანების თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი ჩატარდება ქ. ბათუმში სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ (მის. შერიფ ხიმშიაშვილის ქ.5). 

II ჯგუფის ტრენინგის განრიგი:

I დღე - ორშაბათი 08.04.2024 – 12:00-16:30

II დღე - სამშაბათი  09.04.2024 – 12:00-16:30

III დღე - ოთხშაბათი  10.04.2024 – 12:00-16:30

IV დღე - ხუთშაბათი  11.04.2024 – 12:00-16:30

თემების დასახელება

დღე 1 (4 საათი)

  • რესტორნის პროდუქტი - რესტორანი ყიდის სიამოვნების ატმოსფეროს;
  • რესტორნის პერსონალი და მათი მოვალეობა;
  • მოთხოვნები: მენიუს ცოდნა, გამართული მეტყველება, ემოციური თავშეკავება და ა.შ.;
  • სანიტარული ნორმების და ჰიგიენის მოთხოვნები;
  • მიმტანის სამუშაოსთვის მომზადება;
  • ჭურჭელი: ფაიფური, რკინა, შუშა;
  • მაგიდის სერვირებისთვის და მომსახურებისათვის საჭირო ხელსაწყოები;
  • მენიუ: სახეობები და დანიშნულება;
  • დარბაზში ქცევის წესები: კომუნიკაცია, პრიორიტეტები, თავისუფალი ხელები, თავისუფალი წუთები;
  • სტუმრისთვის კერძის/სასმელის მიტანა ეტიკეტის და სტანდარტების მიხედვით;
  • თეფშების ხელით ტარების ტექნიკა;
  • ლანგრის ტარების ტექნიკა და ლანგრით მირთმევის სტანდარტები;
  • სასმელის დასხმის ტექნიკა და სტანდარტები;
  • რა არის „Finger bowl" მომზადების და სერვირების სტანდარტი;
  • ადგილების დაჯავშნის წესები;
  • რესტორანში ატმოსფეროს შექმნა.

დღე 2 (4 საათი)

  • მაგიდის სერვირება;
  • ხელსახოცების სახეები და მათი დაკეცვის ნაირსახეობა;
  • „სტარტ" და „სტოპ" ფურცლების შედგენა/გამოყენება;
  • სტუმრების მისალმება და მაგიდასთან მიპატიჟება;
  • სტუმრის გაცნობა;
  • მენიუში სპეციალური შეთავაზების გაცნობა;
  • აპერიტივის შეთავაზების წესები და მნიშვნელობა;
  • შეკვეთის მიღების სტანდარტები;
  • კერძების აღწერა და მათი რეკომენდაციები;
  • სასმელების მირთმევის წესები და სტანდარტები;
  • მაგიდის სერვირება ხელსაწყოებით და მასთან დაკავშირებული პროდუქტებით;
  • მომსახურების ფრანგული წესი, რუსული წესი, ინგლისური წესი;
  • ლანგრის გარეშე სწორად თეფშების ტარება;
  • ლანგრის გარეშე სწორად ჭიქების ტარება;
  • ანგარიშის მომზადება და წარდგენა;
  • სამუშაო დროის რაციონალური განაწილება და პრიორიტეტები.

დღე 3 (4 საათი)

  • სტუმართან ანგარიშსწორების წესი;
  • სამუშაო დღის დაწყების პროცედურები;
  • სამუშაო დღის დამთავრების პროცედურები;
  • კერძების აღწერის წესები;
  • შეკვეთის მიღების წესები;
  • კერძების გაყიდვა შეკვეთის მიღების პროცესში;
  • როგორ სწორად შევთავაზოთ სტუმარს დამატებითი კერძები;
  • ძვირადღირებული, საავტორო კერძების გაყიდვის წესები;
  • გაყიდვები სხვადასხვა ტიპის სტუმრებზე;
  • ალკოჰოლის სწორი გაყიდვები;
  • როგორ მოვახდინოთ გაყიდვები შეუმჩნევლად;
  • სასმელის დამატების წესები;
  • რა უნდა გავაკეთოთ, თუ სტუმრები უარს ამბობენ შეთავაზებაზე;
  • გაყიდვები იმ სტუმრებისთვის, რომლებსაც „არაფერი სჭირდება".

დღე 4 (4 საათი)

  • კეიტერინგი;
  • ყავის შესვენება;
  • კოქტეილის მიღება;
  • ბანკეტი ნაწილობრივი და სრული მომსახურებით;
  • შამპანიური და ცქრიალა ღვინო პროფესიონალური ბოთლის გახსნა;
  • ქართული ღვინო. ღვინის კლასიფიკაცია;
  • სხვადასხვა ქვეყნის ღვინო;
  • დაბალ ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები;
  • ჩაი (მომზადების და დაყენების წესი);
  • ყავა ( ყავის სახეობები, ყავის კოქტეილები);
  • ლუდი;
  • სტუმრის ფსიქოლოგიური და თემატური პორტრეტი;
  • სხეულის ენა, ჟესტები, ღიმილის ძალა;
  • პერსონალის სტუმარზე ორიენტირების ფორმირება;
  • პრეტენზიების სახეები: სამართლიანი, უსამართლო, კრიტიკული და სხვ.;
  • ძირითადი შეცდომები საჩივრების მიღებისას;
  • სტუმრის პრეტენზიის გარკვევის გზები;
  • კომფლიქტური სიტუაციების მართვა.

არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.