ბათუმის პირველი საერთაშორისო გასტრონომიული ფორუმის ფარგლებში წარმოდგენილი მასტერკლასები განკუთვნილია აჭარის რეგიონში მოქმედი მზარეულებისათვის. მასტერკლასებს ატარებენ სპეციალურად მოწვეული მიშლენის ვარსკლავოსანი უცხოელი შეფები

მასტერკლასებზე მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია.

 

ტრენინგის თარიღი
04.12.2023 - 04.12.2023

საწებლების იგივე სოუსების მომზადების მასტერკლასის დროს ბელგიიდან მოწვეული შეფი როლან დებუსტი სამზარეულოს სივრცეში დაამზადებს ოთხი სახეობის სოუსს: წიწაკის სოუსი, ნაღების სოუსი მორელის სოკოთი, დაშის ბულიონი პონზოს სოუსით, სოუსი შეფის რეცეპტით.

მასტერკლასი ჩატარდება სამზარეულოს სივრცეში. მას ატარებს ბელგიიდან მოწვეული შეფი როლან დებუსტი, რომელსაც ასისტენტობას უწევს ქართველი შეფი ლელა წიკლაური. მსმენელები აკვირდებიან სოუსების დამზადების პროცესს და თითოეული სოუსის დამზადების შემდეგ უსვამენ შესაბამისს კითხვებს შეფს. მასტერკლასის სამუშაო ენა ინგლისურია და განხორციელდება ქართულად თანმიმდევრული თარგმანი.

მასტერკლასის მონაწილე მზარეულებს აუცილებლად უნდა ეცვას თეთრი ფერის უნიფორმა და უნდა იყვნენ შესაბამისად მოწესრიგებულები.

ჩატარების ადგილი: სასტუმრო  „ქორთიარდ ბაი მერიოტ ბათუმი".

მისამართი: ქ. ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის 5, მეორე სართული.

ფორუმის ხანგძლივობა -საათი.

14:30 - მონაწილეთა რეგისტრაცია

15:00-19:00 - საწებლების (სოუსების) მომზადების მასტერკლასი

  • წიწაკის სოუსი
  • ნაღების სოუსი მორელის სოკოთი
  • დაშის ბულიონი პონზოს სოუსით
  • სოუსი შეფის რეცეპტით

19:00 - მსუბუქი ვახშამი


არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.