ქ.ქობულეთში არსებული განთავსებისა და კვების ობიექტების მიმტანების I ჯგუფის სატრენინგო კურსი დაიწყება 13 მაიის. მიმტანების  თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს.

მსმენელთა შეზღუდული რაოდენობიდან გამომდინარე ტრენინგზე დაიშვება ის რეგისტრირებული პიროვნება, რომელსაც დაუკავშირდებიან.

ტრენინგის თარიღი
13.05.2023 - 21.05.2023

მიმტანის პროფესიის შესახებ სატრენინგო კურსის საერთო ხანგრძლივობაა 16 საათი. ჩატარდება ოთხი დღის განმავლობაში, დღეში 4 საათი + თითოეულ დღეს ნახევარსაათიანი შესვენება ლანჩზე.

მისამართი: ქ. ქობულეთი, დ. აღმაშენებლის 275, სასტუმრო „ჯორჯია პალასი“.

II ჯგუფის ტრენინგის განრიგი:

I დღე - შაბათიი 13.05.2023 – 15:00-19:30

II დღე - კვირა 14.05.2023 – 15:00-19:30

III დღე - შაბათი 20.05.2023 – 15:00-19:30

IV დღე - კვირა 21.05.2023 – 15:00-19:30

თემების დასახელება

დღე 1 (4 საათი)

  • სარესტორნო ბიზნესის საფუძვლები.
  • რესტორნის პროდუქტი - რესტორანი ყიდის სიამოვნების ატმოსფეროს.
  • რესტორნის პერსონალი და მათი მოვალეობა.
  • მოთხოვნები: მენიუს ცოდნა, გამართული მეტყველება ემოციური თავშეკავება და ა.შ.
  • სანიტარული ნორმების და ჰიგიენის მოთხოვნები.
  • მიმტანის სამუშაოსთვის მომზადება (უნიფორმა, გარეგნული იერსახე, მიმტანის ნაკრები (კალამი, შეკვეთის ბლოკნიტი, სანთებელა, ბოთლის სახსნელი).
  • ჭურჭელი: ფაიფური, რკინა, შუშა.
  • მაგიდის სერვირებისთვის და მომსახურებისათვის საჭირო ხელსაწყოები (დანა, ჩანგალი, კოვზი და სხვა).
  • მენიუ: სახეობები და დანიშნულება.
  • დარბაზში ქცევის წესები: კომუნიკაცია, პრიორიტეტები, თავისუფალი ხელები, თავისუფალი წუთები.
  • მაგიდაზე საფერფლეების, სანელებლების, ლარნაკების, სანთლების განთავსება და გამოცვლა.
  • სტუმრისთვის კერძის/სასმელის მიტანა ეტიკეტის და სტანდარტების მიხედვით.
  • თეფშების ხელით ტარების ტექნიკა.
  • ლანგრის ტარების ტექნიკა და ლანგრით მირთმევის სტანდარტები.
  • სასმელების დასხმის ტექნიკა და სტანდარტები.
  • რა არის „finger bowl“ მომზადების და სერვირების სტანდარტი.
  • ადგილების დაჯავშნის წესები.
  • რესტორანში ატმოსფეროს შექმნა.

თემების დასახელება

დღე 2 (4 საათი)

  • მაგიდის სერვირება (ინდივიდუალური, წინასწარი, აღმასრულებელი).
  • ხელსახოცების სახეები და მათი დაკეცვის ნაირსახეობა.
  • „სტარტ“ და „სტოპ“ ფურცლების   შედგენა გამოყენება.
  • სტუმრების მისალმება და მაგიდასთან მიპატიჟება.
  • სტუმრის გაცნობა.
  • მენიუში სპეციალური შეთავაზების გაცნობა.
  • აპერიტივის შეთავაზების წესები და მნიშვნელობა.
  • შეკვეთის მიღების სტანდარტები (შეკვეთის მიღების ფორმა, განმარტება, შეთავაზება, სტუმრების, შეკვეთის დუბლირება).
  • კერძების აღწერა და მათი რეკომენდაციები (სასმელებისა და კერძების გემოვნების შერწყმის რეკომენდაცია).
  • სასმელების მირთმევის წესები და სტანდარტები.
  • კერძების მირთმევის თანმიმდევრობა და სტანდარტები.
  • მაგიდის სერვირება ხელსაწყოებით და მასთან დაკავშირებული პროდუქტებით.
  • მომსახურების ფრანგული წესი, რუსული წესი, ინგლისური წესი.
  • ლანგრის გარეშე სწორად თეფშების ტარება.
  • ლანგრის გარეშე სწორად ჭიქების ტარება.
  • „Double service" - სასმელის გამეორება, მაგიდის ალაგების სტანდარტი, საფერფლის გამოცვლა და ა.შ.
  • „ეფექტური უკუკავშირი“ სტუმართან.
  • ანგარიშის მომზადება და წარდგენა.
  • სამუშაო დროის რაციონალური განაწილება, პრიორიტეტები, რა არის „ცხელი საათი“.

თემების დასახელება

დღე 3 (4 საათი)

  • სტუმართან ანგარიშსწორების წესი.
  • სამუშაო დღის დაწყების პროცედურები.
  • სამუშაო დღის დამთავრების პროცედურები.
  • კერძების აღწერის წესები: როგორ დავეხმაროთ სტუმარს კერძის შერჩევაში.
  • „ცნობათა ბიურო“-ს ნაცვლად „ ხელგაშლილი მასპინძელი“-ს წესი.
  • რესტორნის წარმოჩენისა და სტუმრისთვის მისი უნიკალურობის ხაზგასმის უნარი.
  • კერძების აღწერის წესები: როგორ დავეხმაროთ სტუმარს კერძის შერჩევაში?
  • შეკვეთის მიღების წესები: როგორ სტრაფად და სტრუქტურულად მოუყვეთ სტუმარს კერძების ჩამონათვალი.
  • კერძების პრეზენტაციისთვის გასაკეთებელი ნაბიჯები.
  • კერძების გაყიდვა შეკვეთის მიღების პროცესში.
  • როგორ სწორად შევთავაზოთ სტუმარს დამატებითი კერძები.
  • ძვირადღირებული, საავტორო კერძების გაყიდვის წესები.
  • გაყიდვები სხვადასხვა ტიპის სტუმრებზე: პრეტენზიულ, მუდმივ და პირველად მოსულ სტუმრებისათვის.
  • სუფრის მსველობისას: დამატებითი გაყიდვები: სასმელები,კერძები, სოუსები,დესერტები და ა.შ
  • ალკოჰოლის სწორი გაყიდვები.
  • როგორ მოვახდინოთ გაყიდვები შეუმჩნევლად.
  • სასმელის დამატების წესები: რატომ არის მნიშვნელოვანი ჭიქებში ღვინის დამატება და სასმელების  შეთავაზება, სუფრის დამთავრებამდე.
  • რა უნდა გავაკეთოთ, თუ სტუმრები უარს ამბობენ მიმტანის შეთავაზებაზე.
  • გაყიდვები იმ სტუმრებისთვის, რომლებსაც "არაფერი სჭირდება".

თემების დასახელება

დღე 4 (4 საათი)

  • კეიტერინგი.
  • ყავის შესვენება.
  • კოქტეილის მიღება.
  • ბანკეტი ნაწილობრივი და სრული მომსახურებით.
  • ბანკეტებისა და მიღებებისთვის აღჭურვილობისა და ჭურჭლის რაოდენობის შერჩევა და გაანგარიშება.
  • შამპანური და ცქრიალა ღვინო  პროფესიონალური ბოთლის გახსნა.
  • გამაგრებული ღვინოები.
  • ქართული ღვინო. ღვინის კლასიფიკაცია.
  • სხვადასხვა ქვეყნების ღვინო. ღვინის კლასიფიკაცია (საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი).
  • დაბალ ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები.
  • ჩაი (კლასიფიკაცია,მომზადების და დაყენების წესი).
  • ყავა (ყავის სახეობები, ყავის კოქტეილები).
  • ლუდი.
  • სტუმრის ფსიქოლოგიური და თემატური პორტრეტი.
  • სხეულის ენა, ჟესტები, ღიმილის ძალა.
  • როგორ ეფექტურად შევეკითხოთ და ვუპასუხოთ, დავაკვირდეთ და მოვუსმინოთ სტუმრებს.
  • პერსონალის სტუმარზე ორიენტირების ფორმირება.
  • პრეტენზიების სახეები: სამართლიანი, უსამართლო, კრიტიკული, პროვოცირებული კონფლიქტები.
  • ძირითადი შეცდომები საჩივრების მიღებისას.
  • სტუმრის პრეტენზიის გარკვევის გზები.
  • როგორ სწორად  ვუთხრათ სტუმრებს „არა“, რესტორნის  შიდა პოლიტიკის პოზიციების დაცვა.
  • რა სარგებელი მოაქვს რესტორანს სტუმრების საჩივრები და პრეტენზიები.
  • კომფლიქტური სიტუაციების მართვა (საჩივრები, პრეტენზიები, პროვოკაციები).

არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.