აღნიშნული ტრენინგი გათვალისწინებული აჭარის რეგიონში არსებული განთავსების ობიექტების მიმღები და გაყიდვების განყოფილების თანამშრომლებისათვის და ითვალისწინებს გაყიდვების მართვის ძირითად პრინციპების გაცნობას.

ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ზემოაღნიშნული დეპარტამენტების თანამშრომლებს.

ტრენინგის თარიღი
22.11.2022 - 22.11.2022

ტრენინგის ხანგრძლივობაა 4 საათი და ჩატარდება ერთი დღის განმავლობაში.

მისამართი: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის 84/86, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის შენობა

სამშაბათი, 22 ნოემბერი, 2022 წელი

15:00 – 17:00 - ტრენინგის დაწყება

  • გაყიდვების მენეჯერის მოვალეობები. გაყიდვების გუნდის სწორი მართვა.
  • გაყიდვებზე ორიენტირებული გუნდი და თანამშრომლების ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები.
  • ბაზრის კვლევა. მოთხოვნათა გამოვლენა და კონკურენტული უპირატესობა.
  • სეგმენტაცია და მიზნობრივი სეგმენტის განსაზღვრა.
  • მიზნობრვ აუდიტორიაზე მორგებული მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება.
  • ეფექტური სარეკლამო კამპანია. ბრენდბუქის შექმნა (ლოგო და საფირმო სტილი, რომელიც გამოყენებული იქნება მარკეტინგული კამპანიების დროს).
  • ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრები.
  • პირდაპირი და არაპირდაპირი გაყიდვები. შეთავაზების მრავალფეროვნება.
  • ფასწარმოქმნის პოლიტიკის განსაზღვარა.
  • CRM სისტემის (Customer Relationship Management) გამოყენება სასტუმროში, მომხმარებელთა ბაზის წარმოება.

17:00 – 17:30 - შესვენება

17:30 – 19:30 - ტრენინგის გაგრძელება

  • მოხმარებლის ტიპები. ადგილობრივი და საერთაშორისო მომხმარებლების მოზიდვა და შენარჩუნება.
  • ჯავშნები.
  • საერთაშორისო და ადგილობრივი დაჯავშნის სისტემები (Booking.com, Tripadvisor.com, AirBnB.com და სხვა).
  • ეფექტური და გაყიდვებზე ორიენტირებული კომუნიკაცია.
  • სატელეფონო კომუნიკაცია.
  • დამატებითი მომსახურების შეთავაზება.
  • USP (უნიკალური გასაყიდი პოზიცია).
  • სამართვლებრივი მხარე და საგადასახადო რეგულაციები.
  • საერთაშორისო გამოცდილების მაგალითები.

არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.