აღნიშნული მოკლევადიანი თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი განთვალისწინებულია ბარმენებისათვის და ითვალისწინებს ბარმენის მუშაობის ძირითად პრინციპებს, ალკოჰოლური და სხვა სასმელების შესწავლასა და კლასიკური ალკოჰოლური კოქტეილების მომზადების ტექნიკას.

ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოქმედ ბარმენებს.

ტრენინგის თარიღი
09.05.2022 - 12.05.2022

თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგის ხანგრძლივობაა 16 საათი. ჩატარდება ოთხი დღის განმავლობაში, დღეში 4 საათი.

მისამართი:  სასტუმრო "ბესთ ვესტერნ პრემიერ";  ქ. ბათუმი, გორგილაძის ქ.111

დღე I - 09 მაისი, 2022 წელი

16:00 – 18:00 - ტრენინგის დაწყება

  • ბარში მუშაობის ძირითადი ასპექტები (ბარმენის ფუნქციები, ბარმენის თვისებები)
  • ბოთლების და სხვა ჭურჭლის ბარში განთავსება
  • მასპინძლობის ხელოვნება
  • საკონტაქტო ბარის მუშაობის მახასიათებლები და სტანდარტები
  • სრულყოფილი ბარმენის მუშაობის ძირითადი წესები

18:00 – 18:30 - შესვენება

18:30 – 20:30 - ტრენინგის გაგრძელება

  • ბარების ტიპები და მათი მახასიათებლები
  • ბარის ერგონომიკა
  • 3 ნაბიჯის წესები (ყველაფერი, რაც ჭირდება ბარმენს სამუშაოდ, უნდა იყოს ხელთ ან სამი ნაბიჯის ფარგლებში)
  • ბარის ინვენტარი, აქსესუარები, ხელსაწყოები, მუშაობის და მოვლის სტანდარტები და წესები
  • პროფესიონალურ ინვენტართან და აღჭურვილობასთან მუშაობის თავისებურებები
  • ბარის ჭურჭელი - მოცულობა, დანიშნულება, დასახელება, გამოყენების წესები

დღე II – 10 მაისი, 2022 წელი

16:00 – 18:00 - ტრენინგის დაწყება

  • ბარის სამუშაოდ მომზადება (ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან არასათანადო მომზადებით, მომსახურების სიჩქარე მცირდება)
  • ბარის გახსნის პროცედურები და სტანდარტები
  • ბარის მუშაობის ორგანიზება

18:00 – 18:30 - შესვენება

18:30 – 20:30 - ტრენინგის გაგრძელება

  • სტუმრების მიღების ხელოვნება ბარში
  • სტუმრებთან მუშაობის სწორი, ლამაზი, სწრაფი და პროფესიონალური უნარების ჩამოყალიბება
  • ბარის პროდუქციის ასორტიმენტი
  • ბარის მენიუს და ღვინის რუკის შედგენა - სელექცია
  • ბარის საქონლის შენახვის სტანდარტები

დღე III - 11 მაისი, 2022 წელი

16:00 – 18:00 - ტრენინგის დაწყება

  • კოქტეილების მომზადების ძირითადი მეთოდები, წესები და სტანდარტები „shake“, „stir“, „build“, „building“, „layering”, „muddling“, „flaming“, „blend, „throwling“

18:00 – 18:30 - შესვენება

18:30 – 20:30 - ტრენინგის გაგრძელება

  • კოქტეილების მომზადების ტექნიკა
  • კოქტეილების კლასიფიკაცია

დღე IV - 12 მაისი, 2022 წელი

16:00 – 18:00 - ტრენინგის დაწყება

  • სტუმართან მირთმევის წესები
  • კოქტეილები: „B52“, „Daiquiri“, „Margarita“, „Negroni“, „Grasshopper“, „Mojito“, „Bloody Mary“

18:00 – 18:30 - შესვენება

18:30 – 20:30 - ტრენინგის გაგრძელება

  • კოქტეილები: „Blue Lagoon“, „Tequila sunrise“, „Long island iced tea“, „Aperol Spritz“ და ასევე საოჯახო ლიმონათი

არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.