ჩვენი ქვეყნის "ელჩებს"- გიდებს გილოცავთ პროფესიულ დღეს

მადლობას გიხდით ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის.

აქვე გვინდა გაცნობოთ, რომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი იწყებს მიღებას დამწყები გიდების მოსამზადებელ ტრენინგ-კურსზე.

დამწყები გიდები ბათუმის ტურების მიმართულებით გაივლიან გადამზადებას.

მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა მიმდინარე კვირიდან  http://serviceajara.ge/Trainings/1/ გვერდზე შეეძლებათ.


არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.