ტრენინგი - აჭარის მუნიციპალიტეტებში ტურისტული პროდუქტების შექმნისა და მათი სერვისად ქცევის შესახებ

აჭარის ხუთი მუნიციპალიტეტის ათ სოფელში (სახალვაშო, ხუცუბანი, კაპნისთავი, ზედა ჩხუტუნეთი, მერისი, დანდალო, გომარდული, ხაბელაშვილები, თაგო, უჩხო) მიმდინარეობს სოფლად არსებული საოჯახო ტიპის სასტუმრო სახლების წარმომადგენელთა ტრენინგი. ტრენინგის ხანგრძლივობა თითოეულ სოფელში ოთხი დღეა და ის მოიცავს სტუმართა მომსახურების შესახებ სხვადასხვა თემას, დამატებითი ტურისტული პროდუქტის შექმნასა და სერვისად ქცევას.

აღნიშნული ტრენინგის უმთავრესი მიზანია აჭარის საოჯახო სასტუმრო სახლების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარება, საოჯახო სასტუმრო სახლების მოტივაცია შექმნან, გაამრავალფეროვნონ და დახვეწონ ტურისტებისათვის შესათავაზებელი სერვისები, რაც ხელს უწყობს აჭარის სოფლებში ტურიზმის მდგრად განვითარებასა და ადგილობრივების ეკონომიური კეთიდღეობის გაუმჯობესებას.


არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.