აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები მიმდინარეობს

დასუფთავების სამსახურის სუპერვაიზერები და მენეჯერები თეორიულ-პრაქტიკულ სწავლებას გადიან  შემდეგი მიმართულებებით - დასუფთავების სამსახურის მმართველი რგოლის და  ზოგადი მუშაობის ძირითადი პრინციპები. რაც მოიცავს მიმღებთან სწორ კომუნიკაციას და სისტემურ უზრუნველყოფას, ზედამხედველისა და მენეჯერის მოვალეობებს, თანამშრომლის უსაფრთხოებას, სტუმართან სწორ კომუნიკაციას, ქიმიკატების უსაფრთხოდ გამოყენებას, უსაფრთხოების 10 წესს, უნიფორმის დატვირთვას, სახელის მანიშნებლის, პირადი ჰიგიენის, პირადი მოსასვენებელი ადგილის დატვირთვას და სხვა. 

სატრენინგო კურსის მსვლელობისას 30-მდე დასუფთავების სამსახურის სუპერვაიზერი და მენეჯერი გადამზადდება.


არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.