აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 20-მდე დამწყები გიდი გადაამზადა. ტრენინგ-კურსის მონაწილეებმა გიდის პროფესიის ძირითადი საფუძვლები და ბათუმის ტურისტული მიმართულებები შეისწავლეს. თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგების გავლისას მათ მიერ მიღებული ცოდნა სპეციალურ გამოცდაზე შეფასდა. სატრენინგო კურსი მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

  • ტურიზმის განვითარების მოკლე ისტორია
  • საქართველოში განვითარებული ტურიზმის სახეობები
  • ქ. ბათუმის ტურისტული მარშრუტების ზოგადი მიმოხილვა
  • ექსკურსიამცოდნეობა
  • პროფესია გიდი
  • ტურის დაგეგვმა
  • გიდის ფსიქოლოგია
  • ტურისტების ტიპები
  • საქართველოს ისტორია, აჭარის ისტორია, ბათუმის ისტორია
  • ქალაქის განაშენიანება და არქიტექტურა
  • პირველადი დახმარება
  • ბათუმის ტურისტული მარშრუტების პრაქტიკული ტურები                                                                                                                                                                                                                                                                                          

არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.