კახა მაღრაძეს აქვს 18 წლიანი გამოცდილება სტრატეგიული კომუნიკაციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, საკომუნიკაციო კამპანიების, კრიზისული კომუნიკაციის, შიდა კომუნიკაციის, ბრენდინგის, საკომუნიკაციო სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების მიმართულებით როგორც ბიზნესის, ასევე საჯარო და სამოქალაქო სექტორის სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის.

კახა მაღრაძე, როგორც ასოცირებული პროფესორი და ლექტორი, ასევე ასწავლის სტრატეგიულ კომუნიკაციებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობას “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში”.  კახას ჩატარებული აქვს 200-მდე ტრენინგი პიარის, მარკეტინგისა და კრიზისული კომუნიკაციების, CSR და ა.შ. კომუნიკაციის სპეციალისტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

კახა მაღრაძე ჯეპრას უფროსი პარტნიორი და უფროსი კონსულტანტია.


არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.