აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სერვისის განვითარების სამსახური

ადამიანური რესურსების მართვა სტუმარმასპინძლობის სფეროში

06.06.2022 - 06.06.2022

ტრენინგის შესახებ

აჭარის რეგიონის ტურისტული სერვისის მიმწოდებელ ობიექტებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ტარდება ადამიანური რესურსების მართვის თემაზე მასტერკლასი, რომელსაც ცნობილი ტრენერი ანდრო დგებუაძე წარუძღვება.

მასტერკლასზე დასწრება შეუძლიათ სტუმარმასპინძლობის სფეროში დასაქმებულ მენეჯერებს, რომელთა სამუშაო მიმართულებაა ადამიანური რესურსების მართვა.

გაცნობებთ, რომ მასტერკლასზე დამსწრეთა ადგილები შეზღუდულია და დაესწრება ის დარეგისტრირებული პირები, რომელთაც დაუკავშირდება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელი და წერილობით დაუდასტურებს დასწრებას.


განრიგი და ფორმატი

სტუმარმასპინძლობის სფეროში მასტერკლასის ხანგრძლივობა არის 5 საათი.

მისამართი: სასტუმრო "რედისონ ბლუ ბათუმი";  ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ.1


პროგრამა

09:45 - რეგისტრაცია

10:00 - შეხვედრა, გაცნობა და პროგრამის წარდგენა,მოტივაცია

11:00 - გუნდურობა

12:00-12:30 - ყავის შესვენება

12:30 - კორპორატიული კულტურა

13:30-14:45 - ინტერაქცია (კითხვა-პასუხი)

შეხვედრის ხანგრძლივობა - 5 საათი