აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სერვისის განვითარების სამსახური

სტრატეგიული კომუნიკაცია სტუმარმასპინძლობის სფეროში

07.06.2022 - 07.06.2022

ტრენინგის შესახებ

აჭარის რეგიონის ტურისტული სერვისის მიმწოდებელ ობიექტებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ტარდება სტრატეგიული კომუნიკაციების თემაზე მასტერკლასი, რომელსაც წარუძღვება ცნობილი ტრენერი კახა მაღრაძე.

მასტერკლასზე დასწრება შეუძლიათ სტუმარმასპინძლობის სფეროში დასაქმებულ მენეჯერებს, რომელთა სამუშაო მიმართულებაა საზოგადოებასთან ურთიერთობა, პიარი და მარკეტინგული კომუნიკაციები.

გაცნობებთ, რომ მასტერკლასზე დამსწრეთა ადგილები შეზღუდულია და დაესწრება ის დარეგისტრირებული პირები, რომელთაც დაუკავშირდება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელი და წერილობით დაუდასტურებს დასწრებას.


განრიგი და ფორმატი

სტუმარმასპინძლობის სფეროში მასტერკლასის ხანგრძლივობა არის 5 საათი.

მისამართი: სასტუმრო "რედისონ ბლუ ბათუმი";  ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ.1


პროგრამა

09:45 - რეგისტრაცია

10:00 - შეხვედრა, გაცნობა და პროგრამის წარდგენა 

        მიზნობრივი კომუნიკაციის განვითარების  ისტორია და ძირითადი ფორმები

11:00 - სტრატეგიული კომუნიკაციის ძირითადი მახასიათებლები

12:00-12:30 - ყავის შესვენება

12:30 - კომუნიკაციის სტრატეგიისა და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება

        სტრატეგიული კომუნიკაციის მართვა

13:30 - სტრატეგიული კომუნიკაციის მონიტორინგი და ანგარიშგება

14:45 - ინტერაქცია (კითხვა-პასუხი)

შეხვედრის ხანგრძლივობა - 5 საათი