აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სერვისის განვითარების სამსახური

მცირე და საშუალო ზომის სასტუმროს დასუფთავების ტრენინგი - I ჯგუფი

23.04.2024 - 01.05.2024

ტრენინგის შესახებ

აჭარაში ტურისტული სერვისის გაუმჯობესების მიზნით იწყება დასუფთავების ტრენინგები მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებში. ტრენინგის ხანგძლივობა თითოეული ჯგუფისთვის იქნება 16 საათი, დღეში 4 სატრენინგო საათი, ნახევარსაათიანი შესვენებით. (ლანჩი)

სატრენინგო კურსი მოიცავს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს.

ტრენინგს გაუძღვება უმაღლესი კვალიფიკაციის პედაგოგი და გამოცდილი ტრენერი ჟანა გამხიტაშვილი, რომელსაც საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების დასუფთავების სამსახურის მენეჯმენტში მუშაობის ათწლიანი გამოცდილება აქვს.


განრიგი და ფორმატი

I ჯგუფის ტრენინგის განრიგი:

I დღე - სამშაბათი 23.04.2024 – 09:30-14:00

II დღე - ხუთშაბათი  25.04.2024 – 14:00-18:30

III დღე - ორშაბათი  29.04.2024 – 09:30-14:00

IV დღე - ოთხშაბათი  01.05.2024 – 14:00-18:30


პროგრამა