აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სერვისის განვითარების სამსახური

ინგლისური ენის ტრენინგები საოჯახო სასტუმრო სახლების წარმომადგენელთათვის აჭარაში

24.11.2019 - 24.11.2019

ტრენინგის შესახებ

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რეგულარულად ახორციელებს ინგლისური ენის ტრენინგებს სოფლად არსებული ტურისტული ობიექტების წარმომადგენელთათვის. ამ ეტაპზე დეპარტამენტის ორგანიზებით ტრენინგი ჩაუტარდა საოჯახო სასტუმრო სახლების წარმომადგენლებს შემდეგი ლოკაციების მიხედვით:

ინგლისური ენის ტრენინგი საოჯახო სახლების წარმომადგენელთათვის იყო ტურიზმის თემატიკაზე. იგი მოიცავდა პრაქტიკულ მეცადინეობებს და გამახვილებული იყო ყურადღება უშუალოდ საოჯახო ტიპის სასტუმროების საქმიანობის, ჯავშნების მიღების, ტურისტული ბიზნესის ტერმინოლოგიასა და საკითხებზე. მონაწილეთათვის კურსის ფარგლებში შემუშავდა მათ საჭიროებებზე მორგებული კურსის პრაქტიკული სახელმძღვანელო.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღო საოჯახო სასტუმროების 80-მა წარმომადგენელმა 4 ჯგუფად. აქედან 2 ჯგუფი ხულოს მუნიციპალიტეტში იყო, 1 ქობულეთის მუნიციპელიტეტში და 1 ჯგუფი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშ). ტრენინგის ხანგრძლივობა თითოეული ჯგუფისათვის იყო 60 საათი.

ტრენინგები ჩატარდა შემდეგი მიმართულებით: