აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სერვისის განვითარების სამსახური

აჭარაში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისათვის ყავისა და ჩაის მომზადების ტრენინგ-მასტერკლასი II ჯგუფი

03.12.2021 - 06.12.2021

ტრენინგის შესახებ

აჭარაში კვების და განთავსების ობიექტების წარმომადგენლებისათვის, კერძოდ: ბარმენებისათვის, ყავისა და ჩაის მომზადების ტექნოლოგიის (ბარისტას) თემატიკაზე  4 დღიანი ტრენინგ-მასტერკლასი გაიმართება.

ღონისძიების მიზანია: 

აჭარის რეგიონის ტურისტულ ობიექტებში სერვისის დონის ამაღლება;

აჭარის რეგიონში კვების და განთავსების ობიექტებში დასაქმებულთათვის მომსახურების ხარისხის ამაღლების შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარება;

აჭარის რეგიონის კვების და განთავსების ობიექტებში პროფესიული ყავისა და ჩაის მომზადების ტექნოლოგიის სპეციფიკური ცოდნის თეორიისა და პრაქტიკის გაზიარება;

ყავისა და ჩაის მომზადების საერთაშორისო ნორმების და სტანდარტებისა გაზიარება და დანერგვა;

ყავისა და ჩაის მომზადება-მირთმევის კულტურის ამაღლება.


განრიგი და ფორმატი

დღე 1 (4 საათი)

ყავის ისტორია, ყავის სახეობები, ჯიშები, ყავის მოსავლის აღება-დამუშავება შენახვა, ყავის მოხალვის ტექნოლოგია, მოხალული ყავა
ყავის ისტორია

ყავის სახეობები, ჯიშები

ყავის მოხალვის ტექნოლოგია

მოხალული ყავა


დღე 2 (4 საათი)
პროფესიონალური ყავის საფქვავები, ყავის დაფქვევა, პროფესიონალური ყავის მანქანები და მათი ექსპლუატაცია
პროფესიონალური ყავის საფქვავები

ყავის დაფქვევა

 პროფესიონალური ყავის დამზადების ძირითადი მეთოდები

დღე 3 (4 საათი) პრაქტიკული ნაწილი

ესპრესოს მომზადება, ფრენჩ პრესი, რძის მომზადების ტექნიკა, ალკოჰოლიანი ყავის სახეობა და მომზადების წესი

ესპრესოს მომზადება

ფრენჩ პრესი

რძის მომზადების ტექნიკა


ალკოჰოლიანი ყავის სახეობა და მომზადების წესი
დღე 4 (4 საათი) პრაქტიკული ნაწილი
კაპუჩინო, ლატე, ლატე არტი
კაპუჩინო

ლატე

ლატე არტი

სხვადასხვა ტიპის ჩაის მომზადება