აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სერვისის განვითარების სამსახური

კვების ობიექტების ტრენინგი თემაზე - ღვინისა და კერძის შეხამება

04.08.2020 - 04.08.2020

ტრენინგის შესახებ

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებითა და USAID-ის მხარდაჭერით ბათუმში ადგილობრივი  კვების ობიექტების წარმომადგენლებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე "ღვინისა და კერძის შეხამება". ტრენინგზე პროფესიონალი ღვინოთმცოდნეები და მეღვინეები კვების ინდუსტრიის წარმომადგენლებს აცნობდნენ:

ტრენინგის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები იყო საინტერესო და დატვირთული იმ პრაქტიკული ინფორმაციით, რაც აუცილებლად ხელს შეუწყობს აღნიშნულ სფეროში ჩვენი რეგიონის კვების ობიექტების წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და შესაბამისად ამ სეგმენტში სერვისის გაუმჯობესებას. ტრენინგებსს უძღვებოდა სომელიე მაგდა სურგულაძე. ტრენინგის ხელმძღვანელი იყო ცნობილი ღვინის ექსპერტი მალხაზ ხარბედია. ტრენინგის  ფარგლებში მსმენელები დაეუფლენ ღვინის დაგემოვნების სისტემურ მეთოდებს, შეისწავლეს ღვინის ტიპურობის განმსაზღვრელი მახასიათებლები და დააგემოვნეს ცნობილი ქართული ღვინოები.