აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სერვისის განვითარების სამსახური

დასუფთავების ტრენინგი აპარტოტელებში - I ჯგუფი

22.04.2024 - 30.04.2024

ტრენინგის შესახებ

აჭარაში ტურისტული სერვისის გაუმჯობესების მიზნით იწყება დასუფთავების ტრენინგები აპარტოტელებში. ტრენინგის ხანგძლივობა თითოეული ჯგუფისთვის იქნება 16 საათი, დღეში 4 სატრენინგო საათი, ნახევარსაათიანი შესვენებით. (ლანჩი)

სატრენინგო კურსი მოიცავს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს.

ტრენინგს გაუძღვება უმაღლესი კვალიფიკაციის პედაგოგი და გამოცდილი ტრენერი ჟანა გამხიტაშვილი, რომელსაც საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების დასუფთავების სამსახურის მენეჯმენტში მუშაობის ათწლიანი გამოცდილება აქვს.


განრიგი და ფორმატი

I ჯგუფის ტრენინგის განრიგი:

I დღე - ორშაბათი 22.04.2024 – 09:30-14:00

II დღე - ოთხშაბათი  24.04.2024 – 09:30-14:00

III დღე - შაბათი  27.04.2024 – 09:30-14:00

IV დღე - სამშაბათი  30.04.2024 – 09:30-14:00


პროგრამა