აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სერვისის განვითარების სამსახური

ტრენინგი თემაზე „დასუფთავების სამსახურის სწორი ფუნქციონირება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით“

18.07.2020 - 18.07.2020

ტრენინგის შესახებ

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რეგულარულად ახორციელებს ტრენინგებს რეგიონში ტურისტული სერვისის გაუმჯობესების მიზნით. ამჯერად დეპარტამენტის ორგანიზებით განხორციელდა განთავსების ობიექტების წარმომადგენელთა ტრენინგი თემაზე "დასუფთავების სამსახურის სწორი ფუნქციონირება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით". ტრენინგში მონაწილეობდნენ ბათუმისა და ქობულეთის სასტუმროების დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები 4 ჯგუფად (თითოეულ ჯგუფში 20 მონაწილე). ტრენინგის ხანგრძლივობა თითოეული ჯგუფისათვის შეადგენდა 32 საათს. თითოეული ჯგუფის მონაწილეთა დღიური დატვირთვა 4 საათი დღეში, რაც მოიცავდა 40% თეორიულ და 60% პრაქტიკულ მეცადინეობებს. სწორედ პრაქტიკული ნაწილის დატვირთულობა აღმოჩნდა ის ფაქტორი, რამაც მსმენელების დიდი მოწონება და ყურადღება დაიმსახურა. მათ აღნიშნეს, რომ მსგავსი ტიპის ტრენინგებს აქვს შედეგი და მათ პროფესიულ წინსვლას უწყობს ხელს აღნიშნულ სფეროში. 

ტრენინგს უძღვებოდა უმაღლესი კვალიფიკაციის პედაგოგი და გამოცდილი ტრენერი ჟანა გამხიტაშვილი, რომელსაც საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების დასუფთავების სამსახურის მენეჯმენტში მუშაობის ათწლიანი გამოცდილება აქვს.

ტრენინგის თემატიკა: